ვილია კლასიკოში თამაშს გეგმავს

ვილია კლასიკოში თამაშს გეგმავს


”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელს, დავიდ ვილიას რაც შეიძლება სწრაფად სურს ვარჯიშის განახლება და მოედანზე დაბრუნება.

დავიდ ვილია გასული წლის დეკემბერში დაშავდა, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში წვივის ძვალი მოიტეხა. ექიმების ვარაუდით 30 წლის ფეხბურთელს აღსადგენად 4 თვე დასჭირდებოდა, ამის გამო კი გაჩნდა ეჭვები, რომ ის მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ შეძლებდა და გამოტოვებდა ევროპის ჩემპიონატს.

თავად ასტურიელი ფეხბურთელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და უკვე აპრილში გეგმავს საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას. უკვე სახელდება მისი შესაძლო დაბრუნების კონკრეტული თარიღი, 22 აპრილი, როცა ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ მადრიდის ”რეალი” ჩავა.

მოსალოდნელია, რომ დავიდ ვილია ძალიან მალე ვარჯიშს ანტიგრავიტაციულ სარბენზე დაიწყებს, რათა ზედმეტი გავლენა არ მოხდეს სახსრებზე. უკვე თებერვლის ბოლოს კი ის მსუბუქ გარბენებს მინდორზე გააკეთებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.