ინიესტა ვარჯიშს დაუბრუნდა
გუნდმა "ტენერიფესთან” გამარჯვების შემდეგ ვარჯიშები დღეს განაახლა. დღეანდელი ვარჯიში ძალების აღდგენას დაეთმო, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ ჩავი ერნანდესი და ხერარდ პიკე. ამ უკანასკნელმა ტრავმა გუშინდელ მატჩში მიიღო. ვარჯიშებს დაუბრუნდა ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა. იგი ჯერ არ არის მზად სათამაშოდ, ამიტომაც ინდივიდუალური პროგრამით ყველასგან განმარტოებული ვარჯიშობდა. ასევე ვარჯიშზე იმყოფებოდა ოთხი ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბარსა ატლეტიკიდან”: მუნიო, ტიაგო, რუედა და ელვისი.
გუნდი ხუთშაბათს დაისვენებს. ვარჯიშები პარასკევს "სიუდად დეპორტივოზე” 11 საათზე განახლდება.
წყარო: fcbarcelona.cat
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]