მესიმ ვარჯიში განაახლა
პარასკევს, დილით ლეო მესიმ დაიწყო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში.
არგენტინელმა თავდამსხმელმა ტრავმა 19 სექტემბერს, მადრიდის ”ატლეტიკოსთან” მატჩში ბოლო წუთზე მიიღო. დღეს, ”ბარსელონას” 10 ნომერი პირველად გამოჩნდა მოედანზე, რათა ევარჯიშა ინდივიდუალური პროგრამით. გვარდიოლამ მესის მხოლოდ ფორმის აღდგენის ვარჯიშები არ გააკეთებინა, არგენტინელი ბურთთან ერთადაც ვარჯიშობდა.
თანაკლუბელებზე დაკვირვება
მოედანზე ვარჯიშის გარდა მესი ასევე სატრენაჟორო დარბაზში ატარებს დიდ დროს. მას შემდეგ, რაც ფორვარდმა თავისი ვარჯიშები დაასრულა, დარჩა მოედანზე და აკვირდებოდა თანაკლუბელების ვარჯიშს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]