სელიუკი: "ჩელსი ტურესთან ერთად მოიგებს ჩემპიონთ ლიგას"

კატალონიის "ბარსელონას" და კოტ–დ'ივუარის ნაკრების ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა ისაუბრა თავისი კლიენტის მომავალზე. შეგახსენებთ, რომ იაიას სურს კატალონიის დატოვება იმიტომ, რომ სეზონის ნახევარზე მეტი იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
"დამიჯერეთ, ყველა ტოპ–კლასის კლუბი დაინტერესებულია ტურეთი: ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაიათი მოურინიოს "რეალიც" დაინტერესდა. ინფორმაცია მაქვს, რომ ჟოზე ჩემი კლიენტით უკვე მაშინ იყო დაინტერესებული, როდესაც "ჩელსის" წვრთნიდა. ჩემთვის ყველაზე კარგი არჩევანი ლონდონის "ჩელსია". ტურესთან ერთად ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს." განაცხადა სელიუკმა.
წყარო: www.soccer.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]