სელიუკი: ტურე ინგლისში მიდის

სელიუკი: ტურე ინგლისში მიდის

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

"ამჟამად ტურესადმი ინტერესს რვა ტოპ-კლუბი იჩენს. ის ზაფხულში წავა. იაიამ "ბარსაში" ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. ახლა მას საკუთარი ძალების მოსინჯვა სხვა ქვეყნის ჩემპიონატში სურს. ეს ინგლისური პრემიერლიგა იქნება. უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება "არსენალი". იცით ალბათ, რომ არსენ ვენგერი წელიწადი და რვა თვეა დაინტერესებულია აფრიკელი ფეხბურთელის შეძენით. ეს კლუბი ვერაფერს იგებს და არც ისე დიდ თანხებს ხარჯავს. ტურეს კი დიდი ხელფასი აქვს. ვფიქრობ, რომ მესისა და ანრის შემდეგ მას გუნდში ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვს. ასევე არანაკლები თუ მეტი არა, ვიდრე ინიესტასა და ჩავის", - განაცხადადიმიტრი სელიუკმა.

წყარო: Barca.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.