"მალაგა"-"ბარსელონა". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ხერარდ პიკე: "წარმატების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მთელი თამაში არ გავჩერებულვართ. ბურთს ჩვენ ფლობდით და შეხვედრის ტემპსაც ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, ამ გზით ადვილია მოგება. დღეს სწორედ ის დრო იყო, როცა გასვლაზე დამაჯერებლად უნდა გვემარჯვა. ამ სეზონში ძალიან არადამეჯერებლები ვიყავით სტუმრად. ასეთი მატჩი გვჭირდებოდა, სადაც საგოლე მომენტებს უხვად შევქმნიდით".
სერხიო ბუსკეტსი: "გასვლაზე უამრავი ქულა დავკარგეთ, თუმცა დღეს ძალიან კომფორტულად გავიმარჯვეთ უხერხულ მეტოქესთან. პირველი ნახევარი მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა, თუმცა საგოლე მომენტები არ გვქონდა უხვად".
ხავიერ მასკერანო: "ისინი ძალიან სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ მთელი თამაშის განმავლობაში. ბოლო ხუთ წუთში უამრავი სეივის განხორციელება მოუწია ვალდესს ისკოს კუთხურის შემდეგ".
ვიქტორ ვალდესი: "ნამდვილად არ ვიცი ეს ჩემი საუკეთესო სეივი იყო თუ არა, რადგანაც ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო საუკეთესო საკუთარი გუნდის დასახმარებლად. ამ ოთხშაბათს ველოდებით მაგიურ "კამპ ნოუს", ისეთს, როგორიც იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩში. მიხარია, რომ დღეს კარგად ითამაშეს როგორც ძირითადის ფეხბურთელებმა, ისევე "ბარსა ბ"-ში მოასპარეზე ახალგაზრდებმა".
ადრიანო კორეია: "ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გასვლაზე. როდესაც ვთამაშობ, ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი გუნდის დასახმარებლად. ყველაფერი კარგად მიდის და დიდ მადლობას ვუხდი მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, რადგანაც 100%-ით მენდობიან".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]