ინიესტას პრეს-კონფერენცია
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ვარჯიშის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი", "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1-2 დაამარცხა, ინიესტა "კამპ ნოუზეც" მოტივირებული გამოვა და მისი გუნდი კვლავ გაარჯვებას შეეცდება:"ძალიან კარგია, რომ გუნდი კარგ ფორმაშია და კარგი შედეგები აქვს. მართალია ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და უპირატესობაც გვაქვს, მაგრამ არაფერი გადაწყვეტილი არაა. ჩვენი მეტოქე შესანიშნავი კლუბია და წინ მინიმუმ 90 წუთია დარჩენილი."
"რეალ მადრიდის" ტაქტიკასთან დაკავშირებით კითხვაზე, ინიესტამ უპასუხა, რომ იგი მხოლოდ თავის კლუბზე ფიქრობს და არ აინტერესებს სხვა არაფერი:"მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ და არა ჩვენი მოწინააღმდეგე. აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. თუ ფრისთვის გავალთ, დიდი შანსია დავმარცხდეთ. მადრიდელები მოსაგებად ჩამოდიან და საქმის შესანიშავად შემსრულებელი ფეხბურთელებიც ჰყავთ."
ინიესტას თქმით ძალიან მნიშვნელოვანი იყო "მალაგას" დამარცხება: " თუ გინდა ჩემპიონი გახდე, გასვლითი თამაშებიც უნდა მოიგო. ჩვებ გვჭირდებოდა ეს გამარჯვება და კარგი თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ სასურველ შედეგს. იმედი მაქვს სეზონის მიმდინარეობისას უფრო კარგ ფორმაში შევალთ, რადგანაც ჩვენ ლა ლიგის მოსაგებად ვიბრძვით."
ინიესტას თქმით გუნდს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს: "ვიცით, რომ მადრიდელები ყურადღებას არ მოადუნებენ და ჩვენც ქულები არ უნდა ვკარგოთ. არ უნდა ველოდოთ "რეალის" ჩავარდნას . დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმი რაოდენობის ქულები უნდა ავიღოთ. სხვაობა 5 ქულაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ დავუბრუნდებით პირველ ადგილს."
ანდრესმა კომენტარი ვიქტორ ვალდესზე და ლეო მესიზე გააკეთა:"ვალდესი შესანიშნავი კიპერია. იგი წლიდან წლამდე აუმჯობესებს თამაშს."
"ლეო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. იგი ყოველ თამაშში მშვენივრად გამოიყურება."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]