გვარდიოლას ოთხი ხელშეუხებელი
ვალდესმა, მესიმ, მასკერანომ და აბიდალმა ითამაშეს ყველა წუთი მიმდინარე სეზონში "ბარსას" მიერ გამართულ ოფიციალურ მატჩებში.
საერთო ჯამში ესპანეთის სუპერთასის ორ მატჩში, ევროპის სუპერთასზე და პრიმერას მატჩში მონაწილეობა 17 ფეხბურთელმა მიიღო. ოთხმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 360 წუთი დაჰყო მოედანზე. ესენია მეკარე ვალდესი, მცველები აბიდალი და მასკერანო და თავდამხმელი ლიონელ მესი.
დადებითი ბალანსი
ვალდესმა "პორტუსთან" და "ვილიარეალთან" კარი მშრალად შეინახა, მაგრამ ესპანეთის სუპერთასის ორ მატჩში ჯამში 4 ბურთი გაუშვა. ხავიერ მასკერანო ერიკ აბიდალის გვერდით დაცვის ცენტრს ამაგრებდა, რადგან კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე ტრავმირებულები არიან. ლიონელ მესიმ კი ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 გოლია. ესპანეთის სუპერთასზე 3, ევროპის სუპერთასზე 1 და 2 გოლი პრიმერა დივიზიონში.
ინიესტა, კეიტა და ალვეში ასევე იღებენ სათამაშო დროს
ანდრეს ინიესტა იმავე ტემპში აგრძელებდა ასპარეზობას, თუმცა "ვილიარეალთან" მატჩში მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ ის შეცვალეს. სეიდუ კეიტა დიდ როლს თამაშობდა გუნდის შედეგებში, ის ძირითად თერთმეტეულში იყო "სანტიაგო ბერნაბეუზე". დანი ალვესმა დისკვალიფიკაციის გამო "ვილიარეალთან" მთლიანი მატჩი გამოტოვა. ამ მატჩამდე ის ყველა ოფიციალურ მატჩში 90 წუთს ატარებდა მოედანზე.
ჩავი, პედრო და ვილია ყველა მატჩში
ჩავიმ, პედრომ და ვილიამ ყველა მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ჩავიმ სრულად ითამაშა "რეალის" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" და "პორტუსთან" მონაკოში. მეორე ტაიმი ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე" და "ვილიარეალთან".
პედრომ და ვილიამ სამი მატჩი ითამაშეს ძირითადში. კანარის კუნძულელმა ძირითადში დაიწყო მატჩები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუზე" "ვილიარეალთან" და მონაკოში. სუპერთასის სამივე მატჩი ძირითადში დაიწყო ვილიამ. ლა ლიგის პირველი მატჩში მოედანზე ის მატჩის მიწურულს გამოჩნდა.
შესაძლებლობები ახალწვეულებისთვის
რაც შეეხებათ ახალწვეულებს, სანჩესმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. სესკ ფაბრეგასმა კი მხოლოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი გამოტოვა, რადგან მაშინ ის ჯერ კიდევ "არსენალის" ფეხბურთელი იყო. გოლები მან "პორტუს" და "ვილიარეალს" გაუტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]