”ბარსას” ურთიერთშეხვედრებში დაწინაურება შეუძლია
ოთხშაბათს ბალანსი ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის (86 მოგება ორივეს) შეიძლება რომელიმე გუნდის მხარეს გადაიწიოს. უკვე 81 წელია კატალონიელები ამ მაჩვენებელში მადრიდელებზე წინ არ ყოფილან. როცა ”ბარსას” მწვრთნელი გვარდიოლა გახდა ბალანსი 85:77 იყო ”რეალის” სასარგებლოდ.
გასულ ოთხშაბათს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვებამ ”ბარსა” არა მხოლოდ სამეფო თასის 1/2 ფინალს მიუახლოვა, არამედ ამ გუნდებს შორის მოგებათა ბალანსი გაათანაბრა. ამჟამად ”ბლაგრანას” და ”ბლანკოსის” ანგარიშზე 86-86 გამარჯვებაა. ხვალ კლასიკოში გამარჯვება გვარდიოლას გუნდს საშუალებას მისცემს 1930/31 სეზონის შემდეგ პირველად წინ გაიჭრას ამ მაჩვენებელში.
გვარდიოლას გადამწყვეტი 9 გამარჯვება
2008/09 სეზონის დასაწყისში პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელი გახდა. იმ დროისთვის ”რეალს” ”ბარსელონაზე” 8 გამარჯვებით მეტი ჰქონდა მოპოვებული. 4 სეზონის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა და ამაში მთავარი როლი 9 გამარჯვებას აქვს. ამას გარდა ”ბარსამ” 3 მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 შეხვედრა დათმო მადრიდელებთან.
81 სეზონის წინ
ოთხშაბათს შეიძლება შეწყდეს ”რეალის” ჰეგემონია, რომელიც 81 წელი სუფევდა. ზუსტად ამდენი წლის წინ იყო ”ბარსა” ურთიერთშეხვედრებში ”რეალზე” წინ. მაშინ ანგარიში ”ბარსას” სასარგებლოდ, 6:5 იყო. 1964/65 სეზონისთვის ”რეალი” უპირატესობა 16 მატჩი იყო. ახლა კი დადგა დრო, როცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]