ვარჯიში კლასიკოს წინ

ვარჯიში კლასიკოს წინ


პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 16 ფეხბურთელი, ასევე კუენკა, სერხი რობერტო და დოს სანტოსი იყვნენ. გუნდი 1/4 ფინალის წინ ”ნოუ კამპზე” ვარჯიშობდა.

”ბარსა” იმ 19 ფეხბურთელით აგრძელებს მზადებას, რომლებიც ”მალაგასთან” მატჩისთვის ემზადებოდნენ. პირველი გუნდის 16 ფეხბურთელი და ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, ისააკ კუენკა, სერხი რობერტო და ჯონათან დოს სანტოსი. ისინი ცვლიან ტრავმირებულებს (აფელაი, ვილია, ფონტასი) და აფრიკის თასზე მყოფ სეიდუ კეიტას.

ვარჯიში ”ნოუ კამპზე” და კონცენტრირება

”ბარსამ” სესია დღის მეორე ნახევარში, ”ნოუ კამპზე” დახურულ კარს მიღმა ჩაატარა. სესიის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები სასტუმროში წავიდნენ, სადაც ისინი ღამეს გაათევენ. ოთხშაბათს დილით გუნდი ბოლო ვარჯიშს გამართავს ”რეალთან” მატჩამდე, რათა საბოლოო დეტალები შეთანხმდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.