ჩავი მზადაა ”ვალენსიასთან” სათამაშოდ
ჩავის დაბრუნება საუკეთესო სიახლეა ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” შორის გასამართი მატჩის წინ. ნახევარმცველი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება და გუნდს ტურნირის ფინალში გასვლაში დაეხმარება.
”ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ, სადაც ფეხბურთელი ძირითადში თამაშობდა ”გენერალს” დასვენება დასჭირდა. მას არ მიუღია ტრავმა, თუმცა ორგანიზმა იგრძნო, რომ დასვენება სჭირდებოდა. ჩავი მესისთან ერთად ის ფეხბურთელია, რომლითაც იწყება ძირითადი შემადგენლობის დაყენება, მაგრამ ერნანდესს მოუწია ”ვალენსიასთან” და ”რეალ სოსიედადთან” მატჩების გამოტოვება. ჩავიმ გვარდიოლას დასვენება სთხოვა, რადგან კუნთის გადაღლა იგრძნო. ახლა კი ის სრულ მზადყოფნაშია.
”რეალ სოსიედადთან” მატჩის წინ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩავის ყველა შეხვედრაში თამაში სურს: ”ზუსტად ამას აკეთებდა ის 4 წლის განმავლობაში, თუმცა ხანდახან დასვენებაა საჭირო და ორგანიზმი გეუბნება შენ ”შეჩერდი”!. მას არავითარი ტრავმა არ აქვს, უბრალოდ დასვენება სჭირდება” - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.
იმედი გვაქვს, რომ ჩავი ”ბარსას” შემადგენლობაში შეძლებს ”ვალენსიასთან” მატჩის ბედის გადაწყვეტას. მეორე კაპიტნის დაბრუნება განმეორებითი მატჩის წინ გუნდს რა თქმა უნდა გააძლიერებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]