განაცხადი ცნობილია

განაცხადი ცნობილია

ცნობილი გახდა "ბარსელონას" განაცხადი, რომელშიც "ბარსა ბ-ს" ცენტრალური მცველი სერხი გომესი მოხვდა. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ბუსკეტსი, ხოლო პუიოლი სათამაშოდ არ არის მზად.

პუიოლს მარჯვენა მუხლზე პრობლემები აქვს. ასევე ტრავმირებულები არიან ვალდესი, პიკე, ალბა, ნეიმარი, დოს სანტოსი და კუენკა. ბარტრამ თამაშის უფლება მიიღო.

გუნდის განაცხადი: პინტო, ოიერი, მონტოია, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, მაშერანო, ბარტრა, სონგი, აფელაი, ტელიო, ადრიანო, დანი ალვესი, სერხი რობერტო და სერხი გომესი.

დღევანდელი ვარჯიში "სიუტატ ესპორტივაზე" გაიმართა. პუიოლმა განცალკევებით ივარჯიშა, ბუსკეტსმა კი სპეციფიკური სამუშაოები შეასრულა. სერხი გომესი პირველი გუნდის მოთამაშეებს შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.