პუიოლი: ”ჩემპიონატი ჯერ წაგებული არ არის”
”ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა გუნდის მდგომარეობა შეაფასა ესპანეთის ჩემპიონატში.
”ჩემპიონატი ჯერ წაგებული არ არის. ჩვენი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, თუმცა არავითარ შემთხვევაში დანებებას არ ვაპირებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყოველი მატჩი მოვიგოთ და თვალყურს მივადევნებთ იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მეტოქე. მთავარი აქცენტი კი საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ” - განაცხადა კატალონიელთან კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ”ლევანტესთან” გამარჯვების შემთხვევაში მადრიდის ”რეალს” შეუძლია ”ბარსელონასთან” სვხაობა 10 ქულამდე გაზარდოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]