პუიოლი: ''არცერთი ჩვენგანი დანებებას არ აპირებს''
''ბარსა'' კაპიტანი, კარლეს პუიოლი ინტერვიუში საუბრობს ''ვილიარეალთან'' მატჩზე. ასევე ''ბარსა'' მცველი შეეხო ''ლა ლიგის'' ცხრილს და აღნიშნა, რომ ''ბარსას'' ჯერ კიდევ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მადრიდის ''რეალს'' და მათთვის 7 ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს.
''ასეთი შედეგი ჩვენ ჩემპიონობას ვერ მოგვიტანს. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგადაც ვიცით. გუნდისთვის ძალიან დამღლელია ყოველ სამ დღეში თამაშის ჩატარება, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ აპირებს დანებებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ''ლა ლიგის მოსაგებად'' - განაცხადა პუიოლმა.
ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ 5 თებერვალს ''ბარსა'' საკუთარ კედლებში ''რეალ სოსიედადს'' უმასპინძლებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]