1-3 ევროტურნირების გასვლით მატჩებში
უკვე მეორედ ხდება, რომ ევროპული ტურნირების პლეიოფების დროს "ბარსელონა" გასვლით შეხვედრას იგებს, ანგარიშით 1:3.
1971/72 სეზონში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ იმართებოდა ძველი ტიპის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშება, "ბარსელონამ" ისეთივე ანგარიშით დაასრულა თავისი გასვლითი შეხვედრა 1/32 ფინალში, როგორც გუშინ ლევერკუზენში. მაშინ კატალონიელებმა ჩრდილო-ირლანდიურ "დისტილერის" სძლიეს, ხოლო საპასუხო მატჩში, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, რინუს მიხელსის "ბარსამ" 4:0 იმარჯვა.
კიდევ ერთი 1:3, 2005 წელს
2004/05 წლებში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით მატჩში 1:3 იმარჯვა. მაშინ მეტოქე "გლაზგო სელტიკი" გახლდათ.
ევროტურნირების ისტორიაში 178 დაპირისპირება დასრულდა ანგარიშით 1:3. მხოლოდ 4-ჯერ მოხდა ისე, რომ პირველ გასვლით მატჩში 1:3 ანგარიშით გამარჯვებულმა გუნდმა ვერ შესძლო გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]