კეთილი იყოს შენი დაბრუნება, დავიდ ვილია!
ესპანელი თავდამსხმელი მოედანს 8 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ვილიამ მარცხენა ფეხი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, ”ალ სადთან” მატჩში მოიტეხა. ტიტო ვილანოვამ მატჩის 73-ე წუთზე სერხი რობერტო შეცვალა, მოედანზე კი დავიდ ვილია შევიდა.
”ელ გუახეს” მოსალოდნელი დაბრუნება მოედანზე უკვე შედგა. ტიტო ვილანოვამ ესპანელი მოედანზე 73-ე წუთზე შეუშვა. თავდამსხმელმა მოედანზე 15 წუთზე მეტი გაატარა პირველად მას შემდეგ, რაც 8 თვის წინ ფეხი მოიტეხა.
მატჩის შემდეგ ”ბარსას” მწვრთნელმა განაცხადა: ”მე ვესაუბრე ექიმებს და ფიზიოთერაპევტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ვილიას 15 წუთის თამაში შეეძლო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დაბრუნება, განსაკუთრებით კი ისეთების, როგორიც დავიდ ვილიაა”.
მოგვიანებით მწვრთნელმა დავიდ ვილია სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიგურად დაასახელა გუნდის ტაქტიკისთვის მოედანზე: ”გასულ სეზონში ის ჩვენ დაგვაკლდა, რადგან ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც გოლების გარანტიას იძლევა. ის ძალიან საჭირო მოთამაშეა ჩვენთვის”.
8 თვიანი მუშაობა შედეგისთვის
დავიდ ვილიამ მარცხენა ფეხის წვივის ძვალი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, დეკემბრის ბოლოს მოიტეხა. ”ელ გუახემ” მთლიანად გამოტოვა სეზონის მეორე ნაწილი და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი.
თავდამსხმელისთვის პირველი კარგი სიახლე 31 ივლისს გავრცელდა, როცა მას ექიმებმა თამაშის უფლება დართეს. მას შემდეგ ის უმატებს ტემს, რათა აღიდგინოს ფიზიკური კონდიციები და გუშინდელ თამაშში ის მოედანს დაუბრუნდა. ამგავრად, ტიტო ვილანოვას შეუძლია, რომ 2012/13 წლის სეზონში დავიდ ვილიას იმედად იყოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]