”ბარსელონა” - ”ვალენსია”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” - ”ვალენსია”. გვარდიოლა მატჩის წინ


”ბარსას” მწვრთნელმა იცის, რომ მეტოქე ძლიერია, განსაკუთრებით სამეფო თასის 1/2 ფინალის დამახსოვრების გამო. ის დარწმუნებულია, რომ გამარჯვებისთვის გუნდმა საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. 

ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ საუბრისას პეპმა კლუბს მადლობა მოუხადა იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღებისთვის არ აჩქარებენ. ასევე აღიარა, რომ მომდევნო სეზონის დაგეგმვაში უკვე ჩართულია.

”ბარსა” მასპინძლობს ”ვალენსიას” პრიმერას მნიშვნელოვან მატჩში 11 დღის შემდეგ, რაც თასის 1/2 ფინალში ჩატოვა. პეპ გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ კვირის მეტოქე ”ძალიან ძლიერი იქნება და მათ ძლიერი წინააღმდეგობა გაგვიწიეს თასის თამაშებში”. მესამე ადგილოსანი გუნდის დასამარცხებლად პეპის აზრით გუნდმა საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს.

გვარდიოლას განცხადებით გუნდებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ეთამაშები შეუძლია თამაშის გაძლიერება. მან გუნდს მოუწოდა შეინარჩუნონ ის მაღალი დონე, რაც ბოლო შეხვედრებში აჩვენეს. ”ვალენსია” არაფრისგან გვიქმნის პრობლემებს. ეს რთული მატჩი იქნება, ჩვენ შევეცდებით შევინარჩუნოთ კარგი გრძნობები წინა მატჩებიდან”.

”ვალენსიას” საფრთხე

გვარდიოლას ჰკითხეს ”ვალენსიას” მარცხენა ფლანგის სიძლიერეზე, რაც მატიეს და ჯორდი ალბას თამაშითაა გამოწვეული. მწვრთნელმა აღიარა: ”ისინი ძალიან კარგად უტევენ”. მოგვიანებით მწვრთნელმა უარყო ის, რომ ”ვალენსია” მხოლოდ ერთი სტილით ქმნის პრობლემებს: ”მართალია ის, რომ ისინი უმეტესს პრობლემებს ფლანგებიდან ქმნიან, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ მატჩის ფლობას შევცედებით”.

”ბარსას” პრიმერაში მდგომარეობაზე საუბრისას პეპმა აღნიშნა, რომ ”რეალი” ძალიან წინაა, რათა გუნდმა იფიქროს შესაძლო ამოქაჩვაზე. ის ფეხბურთელებს ისეთ რამეზე ფიქრს მოუწოდებს, როგორიც შემდეგი შეხვედრი მოგებაა. ”ლა ლიგის დასრულებამდე დიდი დროა, მაგრამ მესმის, რომ ეს ძალიან რთულია. სანამ შანსი იქნება ჩვენ გავაგრძელებთ თამაშს ისე, როგორც ვიცით”.

კონტრაქტზე საუბრისას პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ ხანდახან მუშაობს შემდეგი სეზონის დაგეგმვაზე. ის ამბობს, რომ კლუბი არ აჩქარებს გდაწყვეტილების მიღებას. მისი განცხადებით ის ”ბარსელონაში” ყოფნაზე მეტად თავს უკეთესად ვერსად იგრძნობს. ის მეტ დროს ითხოვს: ”მე ვერ გავახანგრძლივებ, თუკი დაწრმუნებული არ ვიქნები ჩემს ძალებში. არ მინდა გავაკეთო რამე ისე, რომ არ ვგრძნობდე მას”.

კეიტას დაბრუნება

გვარდიოლამ ასევე კეიტას დაბრუნების შესახებ გააკეთა კომენტარი: ”კეიტა ძალიან კარგ ფორმაში დაბრუნდა. ის ძალიან ბედნიერი ნაკრებში მიღწეული წარმატებით. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ის ძალიან დაგვეხმარება, რადგან იცის ჩვენი მუშაობის სტილი”.

პეპმა ფილიალის ფეხბურთელებს ნდობა გამოუცხადა: ”მონტოია ძალიან კარგი მარჯვენა მცველია, მას დიდი ენერგია აქვს. ბარტრა ცენტრალური მცველია, ძალიან ძიერი მეორე სართულზე და ძალიან სწრაფი. მუნიესას შეუძლია ცენტრალური მცველის და უკანასკნელი მცველის პოზიციაზე თამაში და ტაქტიკურად ძალიან ძლიერია. კლუბი ძალიან ბედნიერია იმის გამო, რომ ეს ფეხბურთელები ჰყავს”.

მესის მე-200 მატჩი

კვირას ლეო მესი პრიმერაში მე-200 შეხვედრას გამართავს: ”ის გვაჩვენებს სიდიდეს, თუ რას აკეთებს. ის ყველაზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, რომელსაც შევხვედრივარ ან ვიცნობ”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.