კეიტა: "ლივერპულის" ვარიანტი საინტერესოდ გამოიყურება"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ კომენტარი გააკეთა "ლივერპულის" მხრიდან მის მიმართ ინტერესის გამოხატვასთან დაკავშირებით.
"გახარებული ვარ "ლივერპულის" მიერ ჩემს მიმართ გამოჩენილი ინტერესით, ვინაიდან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მიუხედავად ყველაფრისა, მოდით, მოვიცადოთ სეზონის დასრულებამდე და მერე შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები."
"მე მომწონს "ბარსელონაში". რთულია მასზე უკეთესი გუნდის პოვნა. მეორეს მხრივ მე მსურს მუდმივად თამაში და არა დრო გამოშვებით."
""ლივერპულის" ვარიანტი საინტერესოდ გამოიყურება. ეს არის ტოპ კლუბი, რომლის შემადგენლობაში ძალიან კარგი ფეხბურთელები შედიან." - ციტირებს სეიდუ კეიტას სიტყვებს Sky Sports.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]