ვილიას კიდევ ერთი ნაბიჯი სრულ აღდგენამდე
”ელ გუახემ” გამოკვლევა ჩაიტარა ექიმ რამონ კუგატთან, სადაც გაიგო, რომ ორი კვირის შემდეგ ის სირბილს შეძლებს.
დავიდ ვილიას აღდგენა ძალიან კარგად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ვილიამ ტრავმა 15 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მიიღო. მან წვივის დიდი ძვალი მოიტეხა. გუშინ დავიდმა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა სრულ აღდგენამდე. ექიმ რამონ კუგატის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ვარჯიშებს ვილია იმაზე გაცილებით ადრე დაუბრუნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ძვალზე რენტგენის გადაღების შემდეგ ექიმმა დავიდს ამცნო, რომ კლინიკის დატოვება ყავარჯნების გარეშე შეეძლო.
როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო სრულ აღდგენამდე ფსიქოლოგიური კუთხით მას შემდეგ, რაც ძვლიდან მას ხრახნები ამოუღეს.
უკვე რამდენიმე კვირაა ვილია დარბაზში ვარჯიშობს, 2-3 კვირის შემდეგ კი ის ”სიუტატ ესპორტივას” მოედანზე სირბილს შეძლებს. ექიმები მიიჩნევენ, რომ უკვე რამდენიმე დღეში დავიდი სირბილს შეძლებს. ასე რომ ასტურიელის აღდგენისთვის შემდეგი წინ გადადგმული ნაბიჯი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის განახლება იქნება.
ოპტიმისტურად განწყობილი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ”ბარსას” სეზონის დასრულებამდე შეუერთდება. მისი მიზანი ასევე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაა. ვისენტე დელ ბოსკე მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა ასტურიელს იმ ფეხბურთელების სიაში შეიყვანს, რომლებიც ნაკრების ღირსებას იცავენ.
შაბათს, ”ნოუ კამპზე” ”ბარსა” ”ხიხონს” მასპინძლობს, დავიდი ოჯახთან ერთად დაბრუნდება ასტურიიდან და დაესწრება შეხვედრას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]