აბელარდო მომავალ მატჩს აფასებს
”სპორტინგის” მეორე მწვრთნელმა, აბელარდომ სცადა ”ნოუ კამპზე”, ”ბარსელონასთან” გასამართი შეხვედრის ანალიზის გაკეთება.
”ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა: ”ჩვენ ვემზადებით მატჩისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ვიცით, რომ ”ნოუ კამპზე” თამაში ძალიან რთულია. ერთადერთი გუნდი, რომელმაც იქ დადებით შედეგს მიაღწია ”სევილიაა”, ისიც ლეო მესის გაცუდებული 11 მეტრიანის გამო. ყველა დანარჩენ მატჩში ”ბარსამ” იმარჯვა, მაგრამ შეიძლება დამარცხდეს კიდეც, და რატომ ”სპორტინგთან” არა”?
ასევე მან დაამატა: ”თეორიულად აუცილებელია ზონების დაკეტვა, ბურთის არ დაკარგვა მოედნის საკუთარ ნახევარზე, ყურადღებით ყოფნა შეტევის მეორე ხაზის მოთამაშეებთან, რომლებიც ”ბარსელონას” მთავარი მამოძრავებელნი არიან... ათასი ასეთი რამ. მომენტების გამოყენება, რომლებიც ”ბარსას” კართან შეგვექმნება, მაგრამ თეორია თეორიაა, პრაქტიკაში კი ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება წარიმართოს. ჩვენ ვიცით, თუ რა შეუძლია ამ გუნდს და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გაგვიჭირდება”.
ბოლოს აბელარდომ იმაზეც ისაუბრა, რომ მესი და ბუსკეტსი ვერ ითამაშებენ დისკვალიფიკაციის გამო: ”მესი ნამდვილად ”ბარსას” შეტევის მთავარი ძალაა, ბუსკეტსი კი გუნდის საძირკველია. პეპ გვარდიოლას საკმარისი ფეხბურთელები ჰყავს, რათა შეცვალოს ლეო მესიც კი” - დაასრულა აბელარდომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]