”ბატე” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბატე” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ


მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა ბელუროსულ ”ბატესთან” გამარჯვებით და აღნიშნა, რომ გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფიდან გასასვლელად.

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ევროტურნირებზე  ბოლო 3 გასვლით მატჩი ”ბარსა” კარგ შედეგს აღწევდა, მაგრამ გუნდი საიმედოდ არ თამაშობდა. ამიტომაც მინსკში გამარჯვება ძალიან ფასეულია. ”ეს გამარჯვება სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყო, მაგრამ ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის 3 ქულის აღება მნიშვნელოვანი იყო”.

”რთულია შეუტიო 10 კაცს”

”ბარსას” 10 მცველის წინააღმდეგ მოუწია თამაში. ”ისინი მუდმივად საკუთარ კართან თამაშობდნენ. ეს არ იყო ის, რასაც მე ველოდი. ხანდახან ამის გამო გუნდი მოთმინებას კარგავს. ჩვენ ბურთის გაკონტროლება ძალიან კარგად მოვახერხეთ, მეტოქეს კარგი ტემპი შევთავაზეთ და საკუთარი თამაში ვაჩვენეთ. ყველაფრის მიუხედავად რთულია შეუტიო 10 კაცს. ყველა ეს გუნდი ერთმანეთს გავს: ყრუ დაცვაში ჯდებიან და იმედი აქვთ, რომ მოთმინებას დავკარგავთ”.

გვარდიოლამ იმედი გამოთქვა, რომ მისი ფეხბურთელები არ დაკარგავენ კონკურენტუნარიოანობის სულს, რაც გუშინდელ მატჩშიც აჩვენეს: ”ამ სულს მათში მრავალი წელია ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა იგებ თუ აგებ. შენ ყოველთვის უნდა გინდოდეს გამარჯვება”.

ბედნიერია მესის წარმატების გამო

პეპი მოხარული მესის გამო, რომელიც კლუბში მეორე ბომბარდირია სესარის შემდეგ: ”მესი, ისევე როგორც კუბალა კლუბის ლეგენდაა. სესარის რეკორდის ვერ მოხსნის ერთადერთი შანსი მესის კლუბიდან წასვლა იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის აქ დიდი ხნით დარჩება. ის მხოლოდ 24 წლისაა და რამდენ რამეს მიაღწია”.

დღეს დილით გუნდი ბარსელონაში დაბრუნდა. პარასკევს, 11 საათზე ვარჯიში გაიმართება და გუნდი ”სპორტინგთან” გასამართი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.