აღგდენითი ვარჯიში სპექტაკლის შემდეგ

აღგდენითი ვარჯიში სპექტაკლის შემდეგ


გუშინ, ”ნოუ კამპზე” ლევერკუზენის ”ბაიერთან” ჩატარებული სპექტაკლის შემდეგ გუნდმა აღგდენითი ვარჯიში ჩაატარა ”სიუტატ ესპორტვას” მეორე სავარჯიოშო მოედანზე. როგორც წესი ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადში იყვნენ ნაკლებად იტვირთებოდნენ. დანარჩენი, კერძოდ კი ტელიო, მუნიესა, სერხი რობერტო, ბარტრა, მონტოია და დოს სანტოსი უფრო ძლიერი დატვირთვის ვარჯიშობდნენ. მთავარი მიზანი ლა ლიგის მომდოვნო ტურის მატჩისთვის მომზადება იყო, რომელიც კვირას, ”რასინგის” სტადიონზე გაიმერთება.

ალექსისი და პუიოლი განცალკევებით

ორივე ტრავმირებული ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი და კარლეს პუიოლი თანაგუნდელების მსგავსად მოედანზე ვარჯიშობდნენ. ისინი განცალკვებით, საკუთარი აღდგენითი პროგრამით ვარჯიშობდნენ.

ჯასტინ ტაკის ვიზიტი

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, ჯასტინ ტაკი, რომელიც ბარსელონაში იმყოფება გუნდის ვარჯიშს დაესწრო. ის გუშინ ”ნოუ კამპზე” გამართულ მატჩსაც ადევნებდა თვალს. ის იმდენად იყო მოხიბლული ლეო მესის ხუთი გოლით, რომ მის წინაშე ქედი მოიხარა.

ვიქტორ ვალდესი, რომელიც ამერიკული ფეხბურთის დიდი ქომაგია ესაუბრა ჯასტინს და მას მაისურიც გაუცვალა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.