"ბარსელონა" "მილანს" ოფიციალურად მიმართავს

"ბარსელონა" "მილანს" ოფიციალურად მიმართავს

კატალონიის "ბარსელონას" გადაწყვეტილი აქვს გუნდის კიდეც უფრო გაძლიერება. "ლუჯრ–ბროწეულისფერები" ძალიან ბევრ ფეხბურთელს აკვირდებიან და ყველაზე მეტ ყურადღებას მაინც "ვალენსიაში" მოთამაშე ხორდი ალბას და "მილანის" ფეხბურთელ ტიაგო სილვას აქცევენ. 

 

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ზაფხულში იტალიურ გრანდს ოფიციალური წინადადებით მიმართავს და შეეცდება შეიძინოს ერთ–ერთი საუკეთესო ბრაზილიელი მცველი.

 

როგორც მოგეხსენებათ, სილვამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ "მილანში" ბედნიერია და არ უნდა გუნდის შეცვლა. ასევე იგივე განცხადება გააკეთეს "როსონერის" პირველმა პირებმა, რომლებიც არ აპირებენ ფეხბურთელის გაშვებას.

 

ჯერ–ჯერობით საუბარი იმაზე, თუ რამდენს შესთავაზებს "ბარსა" "მილანს" არ არის. ვნახოთ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და თუ მართლა იქნება წასვლა–დარჩენაზე საუბარი, რას გადაწყვეტს სილვა... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.