20 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი ტიაგო სილვას ნაცვლად

20 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი ტიაგო სილვას ნაცვლად


მიუხედავად იმისა, რომ ”მილანის” ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გუნდის ცენტრალურ მცველის, ტიაგო სილვას ტრასნფერს არ განიხილავენ ”ბარსელონა” მაინც ცდილობს ფეხბურთელის შეძენას.

კატალონიელები სიტყვებიდან საქმეზე გადასვლას გეგმავენ: მომდევნო კვირას ”როსონერის” ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებენ. ”ბარსას” ხელმძღვანელები ბრაზილიელი ფეხბურთელის შესაძენად მზად არიან 20 მილიონი ევროს გადასახდელად და ერთი ფეხბურთელის დასათმობად. კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ ეს ფეხბურთელი სეიდუ კეიტაა.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ”მილანურ” კლუბში არის ორი ფეხბურთელი, რომლებსაც ხელშეუხებელს უწოდებენ: ეს ტიაგო სილვა და წარსულში ”ბარსელონაში” მოთამაშე, ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.