გვარდიოლამ შესაძლოა უახლოეს ორ დღეში გააფორმოს კონტრაქტი

გვარდიოლამ შესაძლოა უახლოეს ორ დღეში გააფორმოს კონტრაქტი

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა მწვრთნელმა, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლამ, შესაძლოა უახლოეს ორ დღეში მოაწეროს მოქმედ კლუბთან კონტრაქტს ხელი და მინიმუმ ერთი წლით კვლავ წაუძღვეს გუნდს. იტყობინება ესპანური მედია.

 

აღნიშნვის ღირსია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ესპანეთში ძალიან აქტუალურია ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის თემა. თავად სპეციალისტი ამ დრომდე არ ამბობს ზუსტ პასუხს, გააგრძელებს თუ არა კლუბთან თანამშრომლობას.

 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, განაცხადა, რომ ამ ერთ კვირაში არ ელის გვარდიოლასგან პასუხს. ესპანეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეუძლია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.