კმაყოფილი ხართ ხენჭისყრის შედეგებით?
სულ რაღაც ერთი საათის წინ გაირკვა "ბარსელონას" მეტოქის ვინაობა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე. კატალონიელები "მილანს" დაუპირისპირდებიან.
მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი მატჩი, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, დასრულდა ფრედ, ანგარიშით 2:2, ხოლო გასვლით შეხვედრაში გამარჯვება "ბარსელონამ" მოიპოვა - 3:2. ამჯერად კატალონიელები პირველ თამაშს გასვლაზე, "სან სიროზე" ჩაატარებენ.
"ბარსა"-"მილანის" გარდა ასევე დაწყვილდნენ: "აპოელი"-"რეალი", "მარსელი"-"ბაიერნი" და "ბენფიკა"-"ჩელსი". თუ კატალონიელები ორი მატჩის ჯამში იტალიელებს დაამარცხებენ, მაშინ ისინი ნახევარ-ფინალში "ბენფიკა"-"ჩელსის" წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი "ბარსელონას" ამ შემთხვევაშიც გასვლითი ექნება.
გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისთვის დააჭირეთ ხელი ღილაკს - "გამოკითხვა" (კომენტარების გვერდით)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]