კასილიასი: ”არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს გვარდიოლა”

კასილიასი: ”არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს გვარდიოლა”


მადრიდის ”რეალის” კაპიტანმა, იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ ამჟამად სამეფო კლუბს ესპანეთის ჩემპიონად არ მიიჩნევს.

მე არ მაინტერესებს ის, თუ რას ლაპარაკობს გვარდიოლა. მე მხოლოდ მწვრთნელის დავალებებს ვასრულებ. არასდროს მიფიქრია, რომ ესპანეთის ჩემპიონატი უკვე მოგებული გვაქვს, თუმცა ჩვენ სატურნირი ცხრილის პირველ ადგილზე ყოფნა დავიმსახურეთ. ძალიან დასანანია, როცა ქულებს კარგად თამაშის შემდეგ დაკარგავ. კაზორლას გოლმა დაგვამწუხრა, თუმცა ჩვენ სხვა მატჩებშიც შეგვეძლო ქულების დაკარგვა. არ დავმალავ, ჩვენ ცოტა გაბრაზებულები ვართ. ვიცოდით, რომ 10 ქულიანი უპირატესობა გვქონდა, ახლა ის 8 ქულაა. ეს სავსებით კომფორტული სხვაობაა, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიზრუნოთ. შემდეგ თამაშში ეს არ უნდა დავივიწყოთ” - ფეხბურთელის სიტყვებს ”as” ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.