პლატინი: "მესი ნამდვილი მკვლელია მოედანზე"
ესპანური პრესის ინფორმაციით, "უეფას" პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ კვლავ შეასხა ხოტბა "ბარსელონას" არგენტინელ თავდამსხმელს, ლიონელ მესის.
პლატინიმ გამოჰყო არგენტინელი ფეხბურთელის რამდენიმე თვისება, რომელიც მას საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს.
"მესი არასდროს ძღება წარმატებებით. იგი ძალიან სასიამოვნოდ საურთიერთობო ადამიანია, მაგრამ მოედანზე ნამდვილ მკვლელად გვევლინება. საიდუმლო არავისთვისაა, რომ სწორედ მკვლელის ინსტინქტები უნდა გქონდეს, რომ ასეთ წარმატებებს მიაღწიო და ამდენი გოლი გაიტანო ჩემპიონატში. ანალოგიური სურვილები ამოძრავებთ მის თანაგუნდელებსაც." - განაცხადა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ პლატინი იყო ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მოგებული "ოქროს ბურთი" და მისი ეს რეკორდი სწორედ ლიონელ მესიმ გაიმეორა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]