ხორხე მესი თავის შვილზე საუბრობს
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდის, ლიონელ მესის მამამ, ხორხე მესიმ განაცხადა, რომ იგი ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ მისი შვილი გახდებოდა "ბლაუგრანას" საუკეთესო გამტანი ისტორიაში, თანაც ასეთ ადრეულ ასაკში. იტყობინება პრესა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ანგარიშზე 235 გოლია და იგი ერთპიროვნულად ლიდერობას "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო გამტანთა სიას.
"ის ყოველთვის ოცნებობდა ასეთ შედეგებზე, თუმცა არ მეგონა ადრეულ ასაკში თუ მიაღწევდა ამას". განუცხადა ხორხებ "Telam"-ს.
"მჯერა, რომ მისთვის ბევრად მნიშვნელობანია კლუბისთვის თავგანწირვა, მაგრამ დიდებული სანახავია, თუ როგორ იტანს იგი გოლს, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში".
"ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია მუდამ ახსოვდე "ბარსელონაში", მაგრამ ლეო ყველაზე მეტად იმით იღებს სიამოვნებას, რომ ტიტულებისთვის იბრძვის".
უფროსი მესი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მისი შვილის კარგი ასპარეზობა საერთაშორისო დონეზე: "მისი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არგენტინის ეროვნულ გუნდთან ერთად. მას ყოველთვის სურდა ეს". დაასრულა ხორხე მესიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]