მესი სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს
კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავის ლიონელ მესის მამამ ხორხე მესიმ უარყო მისი შვილის ირგვლივ გავრცელებული ჭორები. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მხოლოდ პრესის გამონაგონია და მესი არ აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესი აღარ აპირებდა არგენტინის ნაკრებში თამაშს. წერდნენ, რომ ლეოს არ ესიამოვნა კრიტიკა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების გამო. ამას დაემატა ისიც, რომ სწორედ სანაკრებო ბატალიების პერიოდში მიიღო არგენტინელმა ტრავმა და ჟურნალისტებმა ახალი ჭორი შექმნეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 26 ]