შეხვედრის საინტერესო ფაქტები
– ორი გოლის გატანის შემდეგ 2012 კალენდარულ წელს ლეო მესის 90 გოლი დაუგროვდა. ამ გასაოცარი რეკორდის გასაუმჯობესებლად არგენტინელს კიდევ 1 შეხვედრა ექნება.
– პრიმერას ნახევარი წრის დასრულებამდე კიდევ 3 ტურია დარჩენილი. ლეო მესის კი 25 გოლი აქვს გატანილი. ნახევარ წრეში გატანილი გოლების საუკეთსო მაჩვენებელი 22 გოლი იყო, რომელიც ლეომ შარშან გაიტანა.
– ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში 14 დუბლი შეასრულა, ზედიზედ 6 შეხვედრაში ის მხოლოდ 2 გოლს იტანს.
– ადრიანო კორეიას, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში 6 გოლი დაუგროვდა, აქედან 5 პრიმერაში.
– სერხიო ბუსკეტსის გოლი ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის 15 სხვადასხვა მოთამაშეს აქვს გატანილი.
– ხერარდ პიკემ "ბარსელონას" რიგებში მე–200 შეხვედრა ჩაატარა.
– "ბარსას" 2012 წელს 172 გოლი აქვს გატანილი, საუკეთესო მაჩვენებლი კი გასულ წელს იყო დაფიქსირებული, როცა გუნდმა 170 გოლი გაიტანა.
– მიმდინარე სეზონში ტიტო ვილანოვას გუნდმა მე–6 შეხვედრა მოიგო მაშინ, როდესაც მარცხდებოდა.
– "ბარსას" ბურთის ფლობამ 74% შეადგინა.
– "ბარსელონამ" ბოლოს მადრიდის "ატლეტიკო" ანგარიშით 4:1 1968/69 წელს დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]