ფერგიუსონი: "მეშინია იმაზე ფიქრის, თუ რა შეუძლია კიდე მესის"

ფერგიუსონი: "მეშინია იმაზე ფიქრის, თუ რა შეუძლია კიდე მესის"

არაერთი მწვრთნელი გამხდარა "ბარსასა" და ლიონელ მესის მსხვერპლი. ერთ-ერთი მათგანი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელმაც წააგო ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი, სადაც თითოეულში სწორედ არგენტინელმა გაიტანა გოლი.

 

შოტლანდიელი მწვრთნელი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პატივცემული ადამიანია ფეხბურთის ისტორიაში. იგი გაკვირვებულია, როცა ხედავს, თუ რას მიაღწია მესიმ ასეთ ახალგაზრდა ასაკში. ლეო მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ უკვე მოახერხა ყველა საკლუბო ტურნირის მოგება: სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი... გარდა ამისა, იგი საუკეთესო ბომბარდირია "ბარსელონას" ისტორიაში - მის ანგარიშზე 236 გოლია. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წელია ლიონე მესი არავის უთმობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას.

 

"ფეხბურთელები ვითარდებიან და ხშირად 25 წლის ასაკში აღწევენ პიკს. ეს ვნახეთ კრიშტიანუ რონალდუს, უეინ რუნისა და სხვების შემთხვევაში, მაგრამ მესის ჯერ კიდევ არ მიუღწევია ამ ასაკამდე. მეშინია იმაზე ფიქრის, თუ კიდევ რის გაკეთებას მოასწრებს ის!" - განაცხადა ფერგიუსონმა Mirror Football-თან ინტერვიუში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.