"მალაგას" ტელიო და ბორხა ვალერო სურს
იმ შემთხვევაში, თუ "მალაგა" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს, მაშინ კლუბის ხელმძღვანელობა ეცდება შეიძინოს "ვილიარეალის" ფეხბურთელი ბორხა ვალერო და კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი კრისტიან ტელიო.
ანდალუსიურ გუნდში იმედოვნებენ, რომ "ვილიარეალთან" კარგი ურთიერთობა მათ უფრო გაუადვილებთ ვალეროს ყიდვას. როგორც მოგეხსენებათ, "მალაგამ" სწორედ "ყვითლების" რიგებიდან წამოიყვანა გასულ წელს 21 მილიონ ევროდ სანტი კაზორლა, რომელიც ახალ კლუბს ბრწყინვალედ შეეწყო. ბორხათი ასევე დაინტერესებულია მადრიდის "ატლეტიკოც".
რაც შეეხება ტელიოს, მისი ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს და "მალაგას" მესვეურებიც მზად არიან გაიღონ ეს თანხა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]