ვალერო დიდ კლუბებში სათამაშოდ მზადაა

ვალერო დიდ კლუბებში სათამაშოდ მზადაა

როგორც კატალონიური სპორტული გამოცემა, "სპორტი" იუწყება, "ბარსელონა" დაინტერესებულია "ვილიარეალის" ნახევარმცველით, ბორხა ვალეროთი...

ვალეროს "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. იგი აცხადებს, რომ "ვილიარეალში" თავს ძალიან კარგად გრძნობს, მაგრამ "ბარსაში" გადასვლას არ გამორიცხავს. ეს მან "UNO FM"–მთან საუბარში განაცხადა: "დიდი გუნდები ჭორებით ყოველთვის გარშემოტყმულნი არიან, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება. ვიმედოვნებ, რომ მომავალში... მე დიდ კლუბებში სათამაშოდ მზად ვარ. "ბარსელონა" კი ამ კლუბებს შორისაა. "ვილიარეალში" მე თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ."

სხვა მხრივ, "სპორტმა" ამ კვირაში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვალეროს, "ბარსას" მომავალ გეგმებს უკავშირებდნენ. სხვა წყაროებზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, "ბარსა" "ვილიარეალს" 16 მილიონ ევროს უმზადებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.