”სარაგოსა” - ”ბარსელონა”. სტატისტიკა
- ”ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში 161 გოლი გაიტანა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რაც 157 გოლს შეადგენდა.
- მესიმ პრიმერაში უკვე 38 გოლი გაიტანა და სარას (1950/51) და უგო სანჩესის (1989/90) რეკორდს გაუთანაბრდა. რიგში კრიშტიანუ რონალდუს რეკორდია (2010/11), რომელამდეც ლეოს 2 გოლი აშორებს.
- ბოლოს ვიქტორ ვალდესმა პენალტი ”რასინგთან” შეხვედრაში, გასული სეზონის პირველ ტურში მოიგერია.
- მესის ”ბარსას” მაისურით 100 სხვადასხვა მატჩში აქვს გოლი გატანილი, რასთვისაც მხოლოდ სესარ როდრიგესს ჰქონდა მიღწეული. ასევე ლეო დაეწია ფერენც პუშკაშს პრიმერას ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებში და მასთან ერთად მე-15 პოზიციას იყოფს.
- პუიოლი დაცვის ლიდერი იყო და 13 ჩაჭრა განახორციელა.
- ტიაგომ ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა - 95, მათგან მხოლოდ 8 იყო არაზუსტი.
- ”სარაგოსასთან” ბოლო 3 ვიზიტისას ლეო მესიმ 8 გოლი გაიტანა. საერთოდ ამ გუნდი წინააღმდეგ ლეოს 12 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი.
- სესკ ფაბრეგასმა პრიმერა დივიზიონში მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და ”ხეტაფესთან” შეხვედრას გამოტოვებს.
- ”ბარსამ” პრიმერაში ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა გაიტანა 27 გოლი და გაუშვა მხოლოდ 7.
- გატანილი გოლის წყალობით კარლეს პუიოლმა საკუთარი ბომბარდირული შედეგი გაამჯობესა. მიმდინარე სეზონში მან 4 გოლი გაიტანა.
- პედრო როდრიგესმა 25 იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი. ბოლო მან ესპანეთის თასზე, მადრიდის ”რეალს” გაუტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]