საზაფხულო ტრანსფერებზე მუშაობა მიმდინარეობს

საზაფხულო ტრანსფერებზე მუშაობა მიმდინარეობს


ბოლო კვირების დატვირთული გრაფიკი, მატჩები ყოველ 3-4 დღეში, პრიმერაში მოულოდნელად სიტუაციის შეცვლა - ყველაფერი ეს შეუცვლელს ხდის ზაფხულის ტრანსფერებზე მუშაობას. პრესიდან ძალიან ცოტა ინფორმაცია ვრცელდება 2012/13 სეზონის პროექტზე, რადგან ახლა სეზონის ძალიან ცხელი ნაწილია.

ანდონი სუბისარეტა, ხოსეპ მარია ბართომეუ და რაულ სანლეხი გვარდიოლას თანხმობის შემდეგ ერთი წუთითაც არ ჩერდებიან და ცდილობენ დასახული გეგმის შესრულებას, რომელიც გასული წლის ნოემბერში დაისახა.

ჟურნალ ”Mundodeportivo”-ს ცნობი სულ მალე კლუბი დააჩქარებს მოლაპარაკებებს პრიორიტეტულ ტრანსფერებზე. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაცვის, კერძოდ კი მარცხენა გლანგის გაძლიერებას.

”ვალენსიელი” ხორდი ალბა ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნეა. პირველი მოლაპარაკება უკვე შედგა, თუმცა მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმება არ მომხდარა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოპალარაკებები ოიერთან, როგორც გუნდის მესამე მაკარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გუნდი შეეცდება დაცვის ცენტრის და თავდასხმის გაძლიერებას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი თანხა დაემატება ფეხბურთელების გაყიდვით ტრასფერებისთვის გამოყოფილ 50 მილიონს.

ტიაგო სილვა, რომელიც ”მილანის” დაცვის ცენტრში თამაშობს შესაძლო შენაძენების სიაში პირველია. ასევე ღიად რჩება ნეიმარის შეძენის საკითხი.

აფელაი, ადრიანო და კეიტა ევროპული გუნდების ინტერესს იწვევენ. ”ნოუ კამპზე” ხვდებიან, რომ რომელიმე კლუბმა ამ ფეხბურთელებში შეიძლება კარგი თანხა გადაიხადოს. ასევე მთავარი საკითხი პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ყველა მიიჩნევს, რომ ის კლუბში აუცილებლად დარჩება, ამიტომაც ამ საკითხზე არავინ ღელავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.