ჟოან ლაპორტა: "არსენალთან" მოლაპარაკების გზები კვლავ გახსნილია"

ჟოან ლაპორტა: "არსენალთან" მოლაპარაკების გზები კვლავ გახსნილია"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ლონდონის "არსენალთან" გრძელდება მოლაპარაკება ცესკ ფაბრეგასის შესახებ. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა ამ კვირაში ლონდონელებს ოფიციალურად მიმართა ცესკის ყიდვაზე, თუმცა "მეთოფეებმა" ისინი უარით გაისტუმრეს.

"ჩვენ "არსენალს" ოფიციალურად შევთავაზეთ 35 მილიონი ევრო ფაბრეგასის სანაცვლოდ, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. ახლა ჩვენმა ტექნიკურმა პერსონალმა უნდა გადაწყვიტოს რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ურთიერთობის წყაროები კვლავ გახსნილია. დარწმუნებული ვარ "არსენალი" საბოლოოდ გაერკვევა სიტუაციაში. ცესკისთვის უკეთესი იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გადმოსულიყო "ბარსაში", თუმცა ამაზე "არსენალმა" უარი განაცხადა. მათ ამის უფლება აქვთ და მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ." ციტირებს ლაპორტას სიტყვებს "ბარსელონას" ოფიციალური საიტი.

წყარო: soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.