გვარდიოლა: "მესი და რონალდუ ერთმანეთს აძლიერებენ"

გვარდიოლა: "მესი და რონალდუ ერთმანეთს აძლიერებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს პროგრესის მიზეზი მათ შორის არსებული საფეხბურთო დაპირისპირებაა.

"ამ ფეხბურთელების პროგრესს მათ შორის ბრძოლა განაპირობებს. საუბარია ორ ფეხბურთელზე, რომლებიც ყველა დანარჩენი კოლეგისგან განსხვავდებიან. გაგვიმართლა, რომ მათი თამაშის ყურებით სიამოვნების მიღება შეგვიძლია" - აცხადებს გვარდიოლა.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მესიმ და რონალდუმ 32-32 თამაში ჩაატარეს. არგენტინელის ანგარიშზე 39 გოლია, ხოლო პორტუგალის ანგარიშზე - 40. სულ, მიმდინარე სეზონში, მესის 51 თამაშში 61 გოლი დაუგროვდა, რონალდუს კი - 47 მატჩში 52 ბურთი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.