”ბარსელონა” - ”რეალი”. გვარდიოლა მატჩის წინ
”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ საჩემპიონო ბრძოლის გასაგრძელებელად დღეს მისმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს, თუკი ”რეალი” ფრედ ითამაშებს ან მოიგებს, მაშინ ლა ლიგის მოგება შეუძლებელი იქნება.
კლასიკოს წინ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა: ”თუკი ”ბარსა” ვერ დაამარცხებს ”რეალს”, მაშინ მიმდინარე სეზონის ჩემპიონი ცნობილი იქნება, მაგრამ ”ბარსას” გამარჯვების შემთხვევაშიც მადრიდელები წინ იქნებიან. შემიძლია მხოლოდ დაგპირდეთ, რომ ჩემი გუნდი მოედანზე შესატევად გავა და იქნება მშვიდად, რადგან მომზადებულია მატჩისთვის”.
ასევე მან აღნიშნა: ”ჩვენ მხოლოდ მოგება გვჭირდება. ”ბარსას” ძალიან მცირე შანსი აქვს და ამ შანსის გამოყენებას შევეცდებით. ცოტა ხნის წინ ჩვენ ლიდერს 10 ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდით. ახლა ჩვენ ჩემპიონობის შანსი გვაქვს”.
”რეალს” ძალიან ცოტა სუსტი წერტილი აქვს
პეპმა მეტოქე გუნდის შესახებაც ისაუბრა: ”ისინი პრესინგს ითამაშებენ. ეს გუნდი თავიდანვე ქმნის სახიფათო მომენტებს, როცა შანსი ეძლევა. ეს თითქმის სრულყოფილი გუნდია. ”რეალს” ძალიან ცოტა სუსტი წერტილი აქვს, რადგან შეუძლია ბევრი სტილით თამაში. სეზონის დასრულებამდე მათ უამრავი გოლი გაიტანეს. ისინი თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანას შეეცდებიან, ჩვენ კი შევეცდებით ეს არ დავიშვათ და გავიტანოთ გოლი”.
რაც შეეხება ”ბასრას” ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგოამრეობას ”ჩელსისთან” მარცხის შემდეგ, პეპმა განაცხადა: ”შაბათს ფეხბურთელები მწყობრში იქნებიან. მათ შესანიშნავად იციან, რომ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ - გამარჯვება. ჩემს შეგირდებს ყოველთვის ვასწავლიდი, რომ ნებისმიერ დროს უნდა შეუტიო. ახლა კი ვნახავთ, შეძლებენ თუ არა იმის გაკეთებას, რასაც მუდმივად ვაკეთებთ”.
სიმშვიდით
მიუხედავად შედეგისა პეპი მიიჩნევს, რომ ”ფეხბურთელები ყველაფერს გაუმკლავდნენ. ჩვენ გავაკეთეტ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. ჩვენ ვიგებდით და კვლავ ვიგებდით, რითიც ხალხს სიამოვნებას ვანიჭებდით. ერთადერთი, რაც ”ბარსას” რჩება, როგორც დიდებულ კლუბს არის ის, რომ ბოლომდე ვიბრძვით”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]