დაე გაგრძელდეს ტრადიაცია!!!
ლონდონის ”ჩელსისთან” დაპირისპირებაში ”ბარსელონა” დაემშვიდობა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ტიტულს. მატჩების ზედმეტი შეფასების გარეშე უნდა ითქვას, რომ მიუნხენის ფინალში ”ჩელსი” ითამაშებს. ”ბარსელონა” კი უკვე მომდევნო სეზონისთვის იწყებს მზადებას. მთავარი საკითხი პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაა, მომავალი სეზონიდან გუნდს სრულ მზადყოფნაში ეყოლება დავიდ ვილია და იბრაჰიმ აფელაი. ასევე მოსალოდნელია ახალი ტრანსფერები, თუმცა მთავარი სხვა რამაა... ამას კი ქვემოთ შემოგთავაზებთ...
2007/08 სეზონი. ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსა” მარცხდება ”მანჩესტერთან”
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსელონა” დაუპირისპირდა ”მანჩესტერ იუნაიტედს”. პირველი შეხვედრა ”ნოუ კამპზე” 0:0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი ”მანკუნიანელებმა” იმარჯვეს 1:0. ფინალში ”მანჩესტერი” ლონდონურ ”ჩელსის” დაუპირისპირდა და გამარჯვება 11 მეტრიანების სერიაში მოიპოვა.
2008/09 სეზონი. ”ბარსელონა” ლიგის ფინალში ამარცხებს ”მანჩესტერს”
მომდევნო სეზონში ”ბარსელონას” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” გზები კვლავ გადაიკვეთა, თუმცა ამჯერად ლიგის ფინალში. ფინალური შეხვედრა რომში ჩატარდა, სადაც ”ბარსელონამ” მეტოქე დაჯაბნა და 2:0 დაამარცხა.
2009/10 სეზონი. ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსელონა” მარცხდება ”ინტერთან”
2009/10 წლის სეზონში ”ბარსელონა” ლიგის 1/2 ფინალში მოურინიოს ”ინტერს” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა მილანში გაიმართა, სადაც იტალიელებმა იმარჯვეს 3:1. განმეორებით შეხვედრაში ”ბარსელონა” ბევრს ეცადა, თუმცა საკუთარ კართან ”ჩინეთის კედლის” აღმართველ მეტოქეს მხოლოდ 1 ბურთი გაუტანა. ”ინტერი” ფინალში გავიდა, სადაც ”ბაიერნი” დაამარცხა.
2010/11 სეზონი. ლიგის ფინალში ”ბარსელონა” ამარცხებს ”მანჩესტერ იუნაიტედს”
2010/11 წლის სეზონში ”ბარსა” კვლავ გავიდა ფინალში. შეხვედრა ლონდონში გაიმართა, ”ბარსას” მეტოქე კი კარგად ნაცნობი ”მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. ”ბლაუგრანამ” ამ შეხვედრაშიც დაჩაგრა მეტოქე და 3:1 იმარჯვა.
2011/12 სეზონი. ”ბარსა” მარცხდება ლიგის 1/2 ფინალში ”ჩელსისთან”
მიმდინარე სეზონში ”ბარსელონა” ლიგის ფინალში ლონდონის ”ჩელსის” დაუპირისპირდა. უდიდესი უპირატესობის მიუხედავად ლონდონში ”ბარსა” 1:0 მარცხდება. განმეორებით შეხვედრაში კატალონიელები ასევე უდიდესს ინიციატივას ფლობენ, თუმცა ფინალში ”ლურჯები” გადიან. ”ჩელსი” მიუნხენში ითამაშებს და...???
2012/13 სეზონი. ???
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]