მეექვსედ ისტორიაში

მეექვსედ ისტორიაში

მოგეხსენებათ, 2010/2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებენ "ბარსელონა" და "მანჩესტერი". ისინი ადრეც, 2008/2009 წლის სეზონშიც, შეხვედრიან ერთმანეთს. ეს წყვილი გახდება მეექსვე, რომელიც ორჯერ დაუპირისპირდა ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

 

ასეთი რამ მოხდა მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის "რემსის" შემთხვევაშიც. ისინი ორჯერ შეხვედნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ორივეჯერ მადრიდელებმა მიარჯვეს. ასევე მოხდა "მილანი"–"ბენფიკას" წყვილშიც. იტალიელებმა 2–ჯერ დაამარცხეს ფინალში პორტუგალიელები.

 

დანარჩენ სამ შემთხვევაში, გუნდებმა თითო–თითოჯერ იმარჯვეს: "მილანი"–"აიაქსი", "ლივერპული"–"მილანი" და "იუვენტუსი"–"აიაქსი".

 

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის მაისში, "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც რომში იმართებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.