სამიზნე – ლორენტე, ალტერნატივა – ვან პერსი

სამიზნე – ლორენტე, ალტერნატივა – ვან პერსი

კატალონიის "ბარსელონას" ტექნიკური ჯგუფი ანალიზს უკეთებს სატრანსფერო ბაზარს, სადაც სავარაუდოდ ესპანური გუნდიც იაქტიურებს. 

 

27 წლის თავდამსხმელი მაღალი და ძლიერი ფეხბურთელია. მისით ინტერესდებიან ინგლისის კლუბები და მადრიდის "რეალი". მისდამი "ბარსელონას" ინტერესი შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რადგან ყველას ახსოვს ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერა კატალონიურ გრანდში. 

 

კლუბმა გადაწყვია შეტევას უფრო მრავალფეროვანისახე მისცეს და დაამატოს შეტევას კლასიკური ცხრიანი, თავად მესი კი გახდეს შეტევის მთავარი შემოქმედი. აქამდე არგენტინელი "მატუარა ცხრიანის" პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტოქემ უკვე ისწავლა ამ ფორმაციის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში. 

 

თუ ლორენტეს ტრანსფერი არ შედგა, არსებობს ალტერნატიული ფეხბურთელი, ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი. ის 29 წლისაა, რომელსაც კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდება. აქ "ბარსელონას" საგრძნობი უპირატესობა ექნება. 

 

კონტრაქტი მთავრდება, რობინი კი მის გახანგრძლივებას არ აპირებს. კლუბი აუცილებლად გაყიდის მას, რადგან ის მომავალი წლიდან თავისუფალი აგენტი გახდება, "არსენალს" კი ფულადი მოგება არ შეხვდება. ამასთან ეს იმოქმედებს სატრანსფერო თანხაზეც. "მეთოფეები" ჰოლანდიელს ნაკლებ ფასში გაყიდიან. 

 

ტექნიკური ჯგუფი მოიხიბლა ჰოლანდიელის უნივერსალურობით, რომელსაც შეუძლია ითამაშოს როგორც ფლანგზე, ასევე ფორვარდად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.