სჭირდება "ბარსას" კლასიკური ცხრიანი?

სჭირდება "ბარსას" კლასიკური ცხრიანი?

"ბარსელონას" გააქვს ძალიან ბევრი გოლი, კლუბში არის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი, ლეონელ მესი, მას შეუერთდება ბრაზილიელი ტალანტი ნეიმარი.

თუმცა, ტიტო ვილანოვას გუნდმა დაკარგა კლასიკური ცხრიანი, ისეთი ფეხბურთელი როგორიც სხვა კლუბებშია (ფალკაო, ბალოტელი, ვან პერსი, კავანი, ლევანდოვსკი...). "ბარსელონას" ბოლო კლასიკური ცხრიანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, რომელმაც მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ გაამართლა.

კლასიკური ცხრიანის დეფიციტი დიდი ხანია რაც კლუბს აწუხებს, მაგრამ ყოველივე ეს თვალნათლივ მაშინ გამოჩნდა, როცა კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე მესი დააკლდა პსჟ-სთან და "ბაიერნთან". ნეიმარმა შეიძლება ვერ შეამსუბუქოს ეს საკითხი გარკვეულწილად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯუნიორმა არაერთხელ მოირგო კლასიკური ცხრიანის როლი, როდესაც "სანტოსისა" და ბრაზილიის ნაკრების თამაშებში ცენტრალურ თავდამსხმელად მოგვევლინა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, "ბარსა" გადახედავს ხაზინას მას შემდეგ, რაც მაღალანაზღაურებადი "ელ გუახე" გაყიდა და ასევე გასათვალისწინებელია ტიაგოს გაყიდვის შემთხვევაში შემოსული თანხა, მაგრამ კლუბი დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმისათვის, რომ იყიდოს ცენტრალური მცველი, რომელიც იაფი ნამდვილად არ იქნება.

მას შემდეგ, რაც ვილიამ კლუბი დატოვა ერთი აქტუალური კითხვა იქნება - დაიწყებს "ბარსა" ცხრიანის ძებნას, თუ კვლავ მესის ენდობა ამ საქმისისთვისაც?

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.