ბოლო ვარჯიში მატჩამდე

ბოლო ვარჯიში მატჩამდე


”ბარსელონამ” დღეს დილით ”ნოუ კამპზე”  ბოლო ვარჯიში გამართა ღამით, ”მალაგასთან” გასამართი შეხვედრის წინ.

პეპ გვარდიოლას განკარგილებაში სავარჯიშო სესიაზე პირველი გუნდის 15 ფეხბურთელი, ბარტრა, მონტოია და ტელიო იმყოფებოდნენ. ხერარდ პიკე გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარებიან ჩავი, ალექსის სანჩესი, დავიდ ვილია, ანდრეუ ფონტასი და ერიკ აბიდალი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ”ნოუ კამპზე” ისადილეს, რის შემდეგაც დასასვენებალდ სახლებში გაემართნენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 18:30 საათზე შეიკრიბება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.