ჰანს კრანკლი: "- გვარდიოლას ბარსელონა ყველა დროის საუკეთესო კლუბია"

ჰანს კრანკლი: "- გვარდიოლას ბარსელონა ყველა დროის საუკეთესო კლუბია"

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელი, ჰანს კრანკლი არ მალავს იმ სიმპათიებს, რომელიც მას პეპ გვარდიოლას მიმართ გააჩნია. ავსტიელის სიტყვებით პეპ გვარდიოლას ფორმაციის "ბარსელონა" საუკეთესო გუნდია, რაც კი აქამდე ყოფილა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

 

"-მე შევეცდები, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო პეპ გვარდიოლას უკანასკნელი დღეებისგან, რომელსაც იგი  გუნდში ატარებს. ის ფანტასტიური მწვრთვნელია. უკანასკნელი დღეები "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთვნელის პოსტზე ბედნიერი უნდა იყოს მისთვის, მაგრამ ამავდროულად სევდიანიც, ვინაიდან მისი წასვლა ამ კლუბიდან არავის არ სურდა. მან ყველას პატივისცემა დაიმსახურა, ყველას ვისაც უყვარს ფეხბურთი პატივს სცემს პეპს. მან საკლუბო დონეზე რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი მოიგო.

 

კრანკლმა ასევე შეაქო მესი, რომელიც ახალ რეკორდს ამყარებს. შეგახსენებთ, რომ ჰანს კრანკლი 1978-79 წ.წ. "ბარსელონას" რიგებში პიჩიჩი გახდა, გაიტანა რა 30 შეხვედრაში 29 გოლი.

 

"-გვარდიოლას "ბარსელონა" ყველა დროის საუკეთესო კლუბია. ეს გუნდი პელეს "სანტოსზე" ძლიერია".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.