ზიკო: "ბრაზილიაში ყველას გვსურს, გვარდიოლას ფეხბურთი ვიხილოთ"

ზიკო: "ბრაზილიაში ყველას გვსურს, გვარდიოლას ფეხბურთი ვიხილოთ"

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ფიგურამ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ზიკომ, კატალონიის "ბარსელონას" ექს-მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. იტყობინება, ესპანური პრესა.

 

ზიკოს სიტყვებით, გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფია ბრაზილიურ ფეხბურთს ესთეთიკურ სიამოვნებას ანიჭებს.

 

"გვარდიოლამ "ბარსელონაში" უდიდესი სამუშაო გასწია. ბრაზილიაში ყველას გვსურს გვარდიოლას ფეხბურთი და მისი კონკურენტუნარიანობა. მას თავისუფლად შეეძლო ჩაენაცვლებინა მენეზესი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე." - განაცხადა ზიკომ. 

 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიური პრესა აქამდე ნაკრებს სწორედ გვარდიოლას უკავშირებდა მაგრამ "სელესაო" 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ისევ ჩაიბარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.