ყატარში გადასვლა რაულს გვარდიოლამ ურჩია

ყატარში გადასვლა რაულს გვარდიოლამ ურჩია


ესპანელმა თავდამსხმელმა, რაულ გონსალესმა პეპ გვარდიოლას რჩენა ჰკითხა ყატარში გადასვლის შესახებ.

პეპმა მითხრა, რომ ყატარში ფეხბურთი ძალიან სწრაფად ვითარდება” - განაცხადა რაულმა ”ალ-სადში” პრეზენტაციის დროს.

გვარდიოლა საფეხბურთო კარიერის დასრულების წინ ყატარულ კლუბში, ”ალ-ახლში” თამაშობდა 2003-05 წლებში.

მსურს, რომ ყატარყულმა ფეხბურთმა და ”ალ-სადმა” ჩემი გამოცდილებით სარგებელი მიიღოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ პერსპექტივაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს”.

მადრიდის ”რეალის” ლეგენდამ უკანასკნელი ორი სეზონის გერმანულ ”შალკეში” გაატარა და ძირითადის ფეხბურთელი იყო: ”მოლაპარაკებები 3 თვის წინ დაიწყო. ყატარული კლუბი მოხარული და ამაყია იმით, რომ შემადგენლობაში ყავს ისეთი ცნობილი ფეხბურთელი, როგორიც რაულია” - განაცხადა ”ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.