ჩავი: „ყატარში იმ ბინაში ვცხოვრობ, სადაც რაული ცხოვრობდა“
"ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, რომელმაც კლუბი 2015 წელს დატოვა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყატარში იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე მადრიდის "რეალის" ლეგენდა, რაული ცხოვრობდა. იტყობინება, Cadena Ser.
"ყატარში ვცხოვრობ ბინაში, სადაც რაული ცხოვრობდა. მან არცერთი ნივთი არ დატოვა, რაც კი "რეალის" ლოგოს შეიცავს. ყველაფერი წაიღო (იცინის) მართალია, როდესაც Wi-Fi-ს ეძებ, ყველაფრის სახელწოდება "რაულია". მე მას აქ მოსვლამდე ველაპარაკე, რაულმა აქედან წასვლამდე ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა." - განაცხადა, ჩავიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]