”ბარსელონა” ტიაგო ალკანტარს ”მილანში” გაშვებას არ გეგმავს
იტალიური ”მილანის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ძალიან მოსწონს ”ბარსელონას” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანატრას თამაში.
”როსონერის” თავკაცმა კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ადრიანო გალიანი ალკანტარას გადაბირება სთხოვა. ალეგრის აზრით ტიაგო ძალიან კარგად შეეწყობა გუნდს, რომლის გაახალგაზრდავებაც მიმდინარეობს. გალიანიმ მაშინვე დაამყარა კავშირი ”ბარსელონას” წარმომადგენლებთან, თუმცა პირდაპირი უარი მიიღო.
მიუხედავად ამისა სიტუაციის სხვაგვარი განვითარება არ გამოირიცხება: საქმე ისაა, რომ კატალონიელები დაინტერესებული არიან ტიაგო სილვას შეძენით. ”ბარსელონა” იტალიელებისთვის 20 მილიონი ევროს და ერთი ფეხბურთელის (აფელაი ან კეიტა) შეთავაზებას გეგმავენ, ”როსონერის” ხელმძღვანელებს კი ტრასნფერში ტიაგო ალკანტარს ჩართვა სურთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]