”ბარსას” 4 ფეხბურთელისთვის თასის ტიტული პირველი იქნება

”ბარსას” 4 ფეხბურთელისთვის თასის ტიტული პირველი იქნება


მასკერანო, ალექსისი, ტიაგო და კუენკა ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თასის ტიტული მოგებული არ აქვთ. ”ბარსელონას” 12-მა მოთამაშემ თასის ტიტული 2009 წელს მოიგო, ხოლო 4 ფეხბურთელს სხვადასხვა ჩემპიონატის თასის ტიტული აქვთ მოგებული.

ამგვარად ”ატელტიკთან” შეხვედრაში შეიძლება ყველა ის ფეხბურთელი ვიხილოთ მოედანზე, რომლებმაც ესპანეთის თასის ტიტული 2009 წელს მოიგეს. ესენი არიან ვალდესი, ალვესი, პიკე, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი, პინტო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო და აბიდალი.

მასკერანოს, ალექსისის, ტიაგოს და კუენკას გარდა ”ბარსას” შემადგენლობაში არის ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს გაუმარჯვია თასის გათამაშებაში, ეს ტრავმირებული ანდრეუ ფონტასია, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ იღდგენს კონდიციებს. ამ მიზეზის გამო ის ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

4 ფეხბურთელს წარმატების განმეორება ”ბარსაში” სურს

გუნდში არის 4 ფეხბურთელი, რომლებსაც თასი სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში და სხვადასხვა ჩემპიონატებში აქვთ მოგებული. ესენი არიან დავიდ ვილია (2004 წელი - ”სარაგოსა”, 2008 წელი ”ვალენსია”), ადრიანო (2007 და 2010 წელი ”სევილია), ფაბრეგასი (2005 წელი - ინგლისის თასი) და აფელაი (2005 წელი - ჰოლანდიის თასი).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.